ღია სტუდია - გამოწვევები ზოგადი განათლების სისტემაში
ღია სტუდია - გამოწვევები ზოგადი განათლების სისტემაში

საერთაშორისო კვლევის „პიზა-2018“-ის შედეგების მიხედვით საქართველო ბოლო ათეულში მოხვდა. გადაცემის სტუმრის აზრით, ეს შედეგი, პრაქტიკულად არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და იგი სწორედ ამას მიიჩნევს საგანგაშოდ, რომ შედეგების გაუარესება არავისთვის არ აღმოჩნდა მოულოდნელი. გადაცემის მეორე მონაწილის შალვა ტაბატაძის აზრით კი, კვლევის შედეგები გაუმჯობესებული რომ ყოფილიყო, ეს არ იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ განათლების სისტემა გაუმჯობესებულია. არც კვლევის შედეგების გაუარესებაა იმის მაჩვენებელი, რომ სისტემა უარესია, ვიდრე იყო ადრე. განათლების სისტემას, როგორც კვლევის შედეგებს, ასევე, რაც მთავარია, განათლების სისტემის რეფორმას უნდა მივუდგეთ კომპლექსურად.

სტუმარი: განათლების ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი ნინო ნაკუდაშვილი.

სატელეფონო ჩართვა: განათლების სპეციალისტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: