ბოლო ორი დღეა, ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებები გახშირდა. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას, ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება ისმოდა. პირველი – რომ საქართველო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ჩიხშია. მეორე – რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაა.
ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბრიუსელის მიზანი საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა.
ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია და საქართველო გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
