ღია სტუდია - ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა I 04.11.2025
გაფართოების ანგარიშში შეფასებულია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი კანდიდატი ქვეყნების – მათ შორის, საქართველოს – წინსვლა და პრიორიტეტული რეფორმების მიმდინარეობა.
საქართველოსთან დაკავშირებით, შეფასება ძალიან კრიტიკულია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ 2028 წლამდე, სანამ ევროკომისიის შემადგენლობა რადიკალურად არ შეიცვლება – დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იქნება მხოლოდ ნეგატიური. მას აეჭვებს, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძის აზრით, 2022 წლის შემდეგ, საქართველოს უკუსვლა თვალნათელია და ეს შიდა პოლიტიკურ პროცესების ანარეკლია. მისი აზრით, სურვილის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
