დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას შეეხება. კულუარული ცნობებით, გამორიცხული არ არის, 2027 წლის იანვრიდან საქართველომ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.
დიპლომატი, ინიციატივის „ჯერ საქართველო“ წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლებას არ შეუჩერებს. მისივე აზრით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ურთიერთობების გამოსწორება სამი სიტყვით შეიძლება ჩამოყალიბდეს – პატიმრები; კანონები; არჩევნები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
