ღია სტუდია - ერთ თვეში „ფარა“ ამოქმედდება I 30.01.2025
ღია სტუდია - ერთ თვეში „ფარა“ ამოქმედდება I 30.01.2025

ერთ თვეში, 31 მაისს ამოქმედდება კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ – ე.წ. ფარა, რომელიც ახალ წესებს აამოქმედებს მათთვის, ვინც თავისი საქმიანობისთვის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს – რეგულაციები ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს.

დემოკრატიის კვლევის ინტიტუტის იურისტი თათია კონიაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ აპირებს აგენტების რეესტრში რეგისტრაციას.

„ფარას მიღება, ასევე, ამ კვირის დასაწყისში ჩატარებული ჩხრეკა ფონდების დამფუძნებლებთან, აქციის მონაწილეების დაჯარიმება 5 ათასი ლარით, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილეები – ეს ყველაფერი რეპრესიების გაძლიერებული ტალღის შედეგია“, – აცხადებს კონიაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: