ღია სტუდია - ექვსი დღე გავიდა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან I 05.03.2026
ღია სტუდია - ექვსი დღე გავიდა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან I 05.03.2026

ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ ფარგლებში, აშშ-ი და ისრაელი საჰაერო დარტყმებით ანადგურებენ ირანის სამხედრო ობიექტებს, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზებს და ყაზარმებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, ბირთვულ ობიექტებს.

ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ოპერაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საჰაერო დარტყმებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ, დარტყმებს მიაყენებენ მმართველ ინსტიტუტებს. და თუ ამის შედეგადაც ირანის რეჟიმი არ ჩამოიქცა, გამორიცხული არ არის, უკვე ადგილებზე უკმაყოფილო ადამიანების მხარდაჭერა დადგეს დღის წესრიგში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: