ღია სტუდია - ემიგრანტები და საარჩევნო უფლება I 20.11.2025
ღია სტუდია - ემიგრანტები და საარჩევნო უფლება I 20.11.2025

პარლამენტის კომიტეტებში დაიწყო საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის განხილვები, რომლითაც აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მონაწილეობა.

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ამ ცვლილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს.

მისი აზრით, თუ აქამდე ემიგრანტები ეკონომიკურ დატვირთვას ატარებდნენ, ახლა ნელ-ნელა პოლიტიკურ ძალად ყალიბდებიან და ამ ცვლილებით, ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალება სურს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში რიგგარეშე არჩევნების თემას უკავშირდება.

მისი განმარტებით, ჩვეულებრივ, რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის გასანეიტრალებლად ნიშნავს. საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, თუნდაც დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები – ამით კონფლიქტი არ აღმოიფხვრება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: