ღია სტუდია - ძალადობის ორგანიზატორთა დასჯის საერთაშორისო მექანიზმები I 26.12.2024
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციების მოთხოვნაა 28 ნოემბრის შემდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტს გიორგი ბურჯანაძეს აეჭვებს, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის მონაწილეების გამოვლენა შესაძლებელი იქნება. ამავე დროს, მისი განმარტებით, არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, ძალადობის ორგანიზატორთა დასასჯელად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
