რა შეიცვალა და რა გაკეთდა თბილისის ბაგა-ბაღებში კახი კალაძის გუნდის მოსვლის შემდეგ
“ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს. სააღმზრდელო პროცესი შენარჩუნდება იმ 313 ათასი ბავშვისთვის, რომელთა ქალაქიდან გაყვანას მშობლები ვერ მოახერხებს. ბაღები ტერიტორიული პრინციპით შეირჩა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის დაწყების თარიღის შესახებ მიმდინარე კვირის პარასკევს გახდება ცნობილი.დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე kids.org.ge ”
“სექტემბრიდან დედაქალაქში ცხრა ახალი ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას, სულ 11 ახალი შენობა აშენდება, რომელთაგან ორი უკვე არსებული ბაღების შენობებს შეუერთდება, წელსვე დაიწყება კიდევ 10 ახალი ბაღის მშენებლობა, რაც მომავალი წლისთვის დასრულდება და დედაქალის ბაგა-ბაღები დამატებით ექვსი ათასი ბავშვის მიღებას შეძლებენ. ახალი შენობები უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალსიწინებით აშენდება.”
“თბილისის 158 ბაღიდან ასზე მეტი ბაღის შენობის მდგრადობა ჯერ კიდევ შესამოწმებელია. სამხარაულის ბიუროს დასკვნის თანახმად შენობებს ან რეაბილიტაცია ჩაუტარდება ან დემონტაჟი მოხდება და მათ ნაცვლად ახალი აშენდება. ორი წლის შემდეგ დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების 33 ახალი ბაღი შეემატება.” – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ
სტუმრები: კახაბერ გვანცელაძე – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი