ღია სტუდია – დავა სტრასბურგში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები
“2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვერდიქტის გამოტანა სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის შელახული საერთაშორისო იმიჯის ფონზე უწევს. თუ წლების წინ დასავლეთში ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შესახებს ქართული ვერსიის ნაკლებად სჯეროდათ, უკრაინის მოვლენების, მათ შორის, იქ რუსული წარმოშობის ბოინგის ჩამოგდების და კრემლის სხვა ქმედებების გამო, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლლია, სტრასბურგის დავას სავარაუდოდ, საქართველო მოიგებს, რაც სულ ცოტა , არ აღიარების პოლიტიკის გაძლიერებას გამოიწვევს” – განაცხადა გიორგი კანაშვილმა
“სტრასბურგში სასამართლო დავის მოგება რუსეთს არ ესიამოვნება, თუმცა ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას არ გამოიწვევს, რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი რადიკალური ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ რეგიონში რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პროცესები განხორციელდება, კერძოდ, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდება, რაც უახლოეს პერსპექტივად არ მოიაზრება. ამ ეტაპზე რუსეთი საქართველოზე გავლენის სხვა ბერკეტებს გამოიყენებს, რაც ეკონომიკურ და კულტურულ მიმართულებეს ეხება” – განაცხადა გიორგი კანაშვილმა
“აღსრულების მექანიზმი არ არის სტრასბურგის სასამართლოს ძლიერი მხარე, რაც ამ ინსტიტიტის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს; ამ მექანიზმის დახვეწაზე ამ ეტაპზე ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს; ამდენად ნებისმიერი , მით უფრო სახელმწიფოთაშირის დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულება სტრასბურგის სასამართლო სასიცოცხლო ინტერესებში შედის” – განაცხადა ლია მუხაშავრიამ
სტუმრები: გიორგი კანაშვილი – ექსპერტი
სატელეფონო ჩართვა: ლია მუხაშავრია – იურისტი