ღია სტუდია – დასაქმების ფორუმი ბათუმში
სტუმარი: მარი ბეზერაშვილი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
“დღეს 4 საათზე ჯავახიშვილის 51 -ში კონკრეტული დამსაქმებელი სამუშაოს მაძიებლებს შეხვდება . გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება ამ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიების დაკავების ნებისმიერ მსურველს შეეძლება”
“სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟირების პროგრამა მოქმედებს , რომელიც სამუშაოს მაძიებლებს და დამსაქმებლებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება; სააგენტო დამსაქმებელს ერთ ვაკანსიაზე სამ კანდიდატურას სთავაზობს , რომელიც ამ დამსაქმებლის კომპანიაში სამი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის. სამივე მათგანს სააგენტო ყოველთვიურად 200 ლარს უხდის . სტაჟირების გავლის შემდეგ დამსაქმებელი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს შეარჩევს და მას მინიმუმ 6 თვიან ხელშკრულებას გაუფორმებს”
“29 წლამდე ახალგაზრდების და შშმ პირებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რაც სააგენტოს მხრიდან 50 პროცენტიან თანადაფინანსებს გულისხმობს; 4 თვის განმავლობაში სტაჟიორს ხელფასის ნახევარს სააგენტო უხდის . დამსაქმებლის მიერ მის კომპნიაში დატოვების შემთხვევაში კი სააგენტო ახლა უკვე დასაქმებულს თანადაფინანსებს კიდევ ექვსი თვით უგრძელებს”- მარი ბეზერაშვილი.