ღია სტუდია – ,,ჩვენ გეძებთ შენ’’
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი რეგიონებში
“ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში გაიმართება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც სხვადასხვა კომპანია დასაქმების მსურველებს ვაკანსიებს შესათავაზებს, ფესტივალი თელავში 7 ივლისს, 16:00სთ-ზე გაიხსნება.” – განაცხადა ანა გზირიშვილმა
“დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა წარმატების კუთხე , სადაც წარმატებული ადამიანები ფესტივალის სტუმრებს კარიერული ზრდის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.” – განაცხადა ნათია მიხანაშვილმა
სტუმრები: ანა გზირიშვილი – HR hub-ის და studentjob.ge-ის დამფუძნებელი და პიარ მენეჯერი, ნათია მიხანაშვილი – “კრედო ბანკის” ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მესხიშვილი – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიული განათლების ექსპერტი, გეგა არჩვაძე – საქაველოს უნივერსიტეტის პიარის სამსახურის წარმომადგენელი