ღია სტუდია - ბრძოლა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის I 30.04.2026
ღია სტუდია - ბრძოლა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის I 30.04.2026

მეთერთმეტე დღეა, კანცელარიის შენობასთან 24 საათიან საპროტესტო აქციას მართავენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ შემოიტანოს მედიკამენტი, რომელიც დაავადების პროგრესს აჩერებს.

იურისტის, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მამის, კახა წიქარიშვილის განმარტებით, ქუჩაში საპროტესტო გამოსვლა მშობლებს აიძულა წელიწად-ნახევრიანმა უშედეგო შეხვედრებმა ჯანდაცვის მინისტრთან – მინისტრი თავს იკავებს ახალი მედიკამენტების შესყიდვაზე მაღალი რისკის არგუმენტით.

ექიმი გიორგი ახობაძე ამბობს, რომ რისკი ნებისმიერ მედიკამენტს ახლავს და რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, ღირს თუ არა შვილების ახალი მედიკამენტით მკურნალობის დაწყება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: