საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები თვალსა და ხელს შუა ცივდება. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ უარი თქვა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე – მას სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით, ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა გადაეცა ადმინისტრაციის გზავნილი იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც დაადასტურებდა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირადი შანტაჟის ფონზე, მისთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
„ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძის თქმით, ჯერჯერობით არსებობს სივრცე, რომ მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. ამ მცდელობის „ჩავარდნის“ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულად უარის თქმას პროდასავლურ კურსზე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
