ღია სტუდია - აშშ - საქართველო, როგორ გაგრძელდება ურთიერთობები
ღია სტუდია - აშშ - საქართველო, როგორ გაგრძელდება ურთიერთობები

საქართველოს მთავრობამ აშშ კონგრესის წევრებისგან მეორე წერილიც მიიღო, წერილის ავტორები კრიტიკულად აფასებენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ჩაგდებას, პროკურატურის მიერ ხელისუფლების ოპონენტების დევნას, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებას. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პასუხი ამ და წინა წერილზე უცნობია, თუმცა ვისმენთ ცალკეულ პოლიტიკოსთა გამოხმაურებებს. სადამდე შეიძლება მივიდეს ურთიერთობის გაუარესება, რა შეაჩერებს მას, რა რეპუტაციულ და სხვა რისკებს შეიცავს ქვეყნისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს სანქციებს – ამ საკითხებს ეხება დღევანდელი „ღია სტუდია“.

სტუმარი: გიორგი რუხაძე, ევროპული კვლევების დირექტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: