ღია სტუდია - აქციებზე დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ I 18.04.2024
ღია სტუდია - აქციებზე დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ I 18.04.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვებმა საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციებისას დააკავეს ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სამართალდამცაველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.

დაკავებულების უფლებების არასამართავრობო ორგანიზაციები იცავენ, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „საიას“ იურუდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ვერიკო ჯგერენაიას თქმით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მისივე განცხადებით, „საიას“ იურისტები დაიცავენ დაკავებულების უფლებებს, როგორც იზოლატორში, ასევე სასამართლო პროცესებზე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: