ღია სტუდია - ანტიკორუფციული ბიურო მესამე სექტორის წინააღმდეგ I 25.09.2025
ამ კვირაში განცხადება გაავრცელა 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა განცხადებით, ქართულმა ოცნებამ, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.
ამ განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის“ დირექტორის ტატო ქელბაქიანის თქმით, დაიწყო ბრძოლის მესამე ეტაპი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„პირველ ეტაპზე პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გააჩერა. მეორე ეტაპზე – დაიწყო გამოძიება ე.წ. პირბადეების საქმეებზე. ახლა კი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, ცდილობენ, ბოლომდე გააჩერონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობენ“, – ამბობს ქელბაქიანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
