ღია სტუდია - ახალი სისხლის სამართლის საქმეები ოპოზიციის წინააღმდეგ I 06.11.2025
ღია სტუდია - ახალი სისხლის სამართლის საქმეები ოპოზიციის წინააღმდეგ I 06.11.2025

გენერალური პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

პოლიტიკოს დავით დარჩიაშვილის აზრით, საქართველოში დიქტატურა ახალ სპირალში შევიდა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ პროკურატურის ნაბიჯი – ეს თავისებური პასუხია ძალიან კრიტიკულ გაფართოების ანგარიშზე და სენატორების წერილზე მარტო რუბიოს მიმართ, რომელშიც მოითხოვენ, საქართველოს მთავრობისგან მიიღონ გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: