ღია სტუდია - ახალი კანონები მედიისა და მესამე სექტორისთვის I 27.02.2025
ღია სტუდია - ახალი კანონები მედიისა და მესამე სექტორისთვის I 27.02.2025

ქართული ოცნება აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა. ბოლო დღეებში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა, რომლებიც მედიისა და მესამე სექტორის საქმიანობას კიდევ უფრო გაართულებს.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატანილი ცვლილებები, სხვა მრავალთან ერთად, კრძალავს მედიისთვის უცხოური დაფინანსების მიღებას. ამერიკული FARA კი, ე.წ. აგენტების კანონს ჩაანაცვლებს, რომელმაც, ქართული ოცნების განმარტებით, საქართველოში ვერ იმუშავა.

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარის თათია კონიაშვილის აზრით, ახალი ცვლილებების „მსუსხავი“ ეფექტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებას ისახავს მიზნად.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: