7 მარტს, 14 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „პირველი რესპუბლიკის ქალები – 1918-1921“ გაიხსნება.
გადაცემის სტუმარი: ემზარ ჯგერენაია – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი.