ფერმერის საათი - დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის დროს, საქართველო 100 წლის წინ
“საზღვარ გარედ ვიყავი “ხალიჩების მბერტყავი”, დურგალი (2 წ.). შოფერი და “კომენდანტი” (2 წ.) – სტამბულში. მერე პარიზში – 1 წ. დურგალი, 15 წ. შოფერი, რედაქტორი და სხ. და ომებში და რევოლუციებში გადავარდნილი სამ–სამჯერ. ალბად არ დაიჯერებ, რომ არას დროს ჩემთვის არაფერი მიძებნია: არც სახელი, არც მდგომარეობა, არც ქონება. სრულიად უბრალოდ, ბუნებრივად ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნდა მუდამ სამსახური სხვებისა და იდეალისათვის, სამშობლოსათვის”- ფაქტები, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარება-რას მოგვითხრობს იმ რთულსა და საინტერესო დროს ქვეყნის აგრარული მიმართულების ილიასეულ პროგრამაზე, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟის რევაზ გაბაშვილის წიგნი ,, რაც მახსოვს!”
სტუმრები: მარიამ გაბაშვილი – რევაზ გაბაშვილის შვილიშვილი.
მანანა გაბაშვილი – ისტორიკოსი, რევაზ გაბაშვილის ოჯახის ახლობელი