ფერმერის საათი - ბამბუკი - სწრაფმზარდი ხეები ჩვენი მეურნეობისთვის
ფერმერის საათი - ბამბუკი - სწრაფმზარდი ხეები ჩვენი მეურნეობისთვის

ბამბუკი – მეცხრამეტე საუკუნეში შემოტანილი სახეობა – გამოიყენება ავეჯის, პარკეტის დასამზადებლად, ხარაჩოები, გუმბათოვანი გადახურვები, კიბის საფეხურების და მრავალი სხვა მზადდება. ბამბუკი იმდენად გამძლეა, ზოგიერთ ქვეყანაში საკანალიზაციო მილებადაც კი იყენებენ, – მისი ნაწარმის სიხისტე 1,7-ჯერ აღემატება მუხისას, ნაკლებაალებადია და მცირეოდენი ქიმიური დამუშავების შემდეგ არ ეკარება მავნებელი, არ უჩნდება სოკო და თითქმის არ ლპება. ბოლო დროს უკვე ლაპარაკობენ ბამბუკის ძაფის დამზადებაზეც, რომლისგანაც მოქსოვილი ქსოვილი ერთ-ერთი უძვირფასესი ეკოლოგიური ნაწარმი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ბამბუკი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაშიც, ბამბუკი-ფულია და სოლიდური შემოსავლის წყაროც. რომელ რეგიონებში დავთესოთ, სად შევიძინოთ თესლი და როგორ გამოვიყენოთ!
სტუმარი: სერგო ჯაყელი – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბამბუკის წარმოების “პიონერი” საქართველოში