ფერმერის საათი – ალოობა დაიწყო

17:14, 01.07.2018
-0:00

ქერის აღება თითქმის მორჩა, დაიწყო ყველა ჯიშის ხორბლის აღებაც, ორი კვირის მერე უკვე ქართული ხორბლის ყველა სახეობას აიღებენ ბიომმეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” ბიოფერმერები. ხალხი, რომელმაც 20 წლის წინ, შესანიშნავი სელექციონერის პროფესორ ირაკლი რეხვიაშვილის მიერ სასწაულად და რუდუნებით გადარჩენილი ახალციხის წითელი დოლის ხორბლის კოლექციიდან დაიწყო დიდი ეროვნული საქმე – ქართული ხორბლის სახეობების გადარჩენა, დღეს უკვე აქვთ თავისი თესლის ბანკი და უკვე ელკანას წევრ ფერმერებს უფასოდ სთავაზობენ წითელი დოლისა და პარკოსნების თესლს, რათა თავიანთ ნაკვეთებზე შესძლონ გამრავლება.

სტუმრები: მარიამ ჯორჯაძე – ბიომმეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” თავმჯდომარე, ანზორ მაისურაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიომეურნე ხაშურიდან
ჩართვებ: პაატა შეყილაძე – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი

მსგავსი