ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება საქართველოს ნიშური პროდუქტების წარმოებით შეუძლია
სპეციალისტების აზრით, საქართველო პროდუქტების მასობრივი მწარმოებელი ვერ გახდება. პროდუქციის ექსპორტზე ფიქრისას უნდა დაიგეგმოს „ნიშების“, თავისუფალი ადგილების ათვისება და ისინი ისეთი პროდუქტით შეივსოს, რომელიც ევროპისთვის ახალია, ან ჯერ კარგად გავრცელებული არ არის. შესაბამისად, მოსახლეობამ იმედი არ უნდა დაამყაროს ისეთი პროდუქტების გაყიდვაზე, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე უხვადაა, მუდამ იყიდებოდა და ფასითაც იაფია.
სტუმარი: ზურაბ მოდებაძე – ანალიტიკოსი, ვებგვერდის „ევროპა საქართველოსთვის“ მკვლევარი.
წამყვანი: თამარ დადიანიძე.