ეთნოფესტი – 2018

11:30, 12.04.2018
-0:00

28-30 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი – 2018“ გაიმართება.

12 აპრილს, 19 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამიტის ორგანიზატორები პოტენციურ მონაწილეებს წარუდგენენ სამიტის პროგრამას, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და ინფორმაციას მის ფარგლებში ჩასატარებელი ტრენინგების და კონკურსების შესახებ.

სატელეფონო ჩართვა: მაკა დვალიშვილი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.

მსგავსი