#ესტაფეტა – საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში, საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
პირად ჩათვლაში კი მსოფლიო ჩემპიონები რევაზ დავითაძე და ირაკლი ჩხეიძე გახდნენ.
სტუმრები: კახი კახიაშვილი – საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ასანიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, მალხაზ ლომთაძე – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რევაზ დავითაძე და ირაკლი ჩხეიძე – მსოფლიო ჩემპიონები