დღეს 1 თებერვალს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრებისათვის დაიწყო სპეციალური პროექტი – “ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“, რომლის ფარლებში ემიგრანტებს გაეწევათ იურიდიული კონსულტაცია და საადვოკატო მომსახურება საქართველოში; პროექტს ახორციელებს დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის წევრი-კომპანია, „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი“, სადაც მიწვეული არიან სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფა ქართველ ემიგრანტებს დისტანციურად გაუწიონ უფასო იურიდიული კონსულტაცია.
სტუმრები: ზაალ სარაჯიშვილი, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, ინგა მუკბანიანი – პროექტის მენეჯერი, ლევან კოკაია, ირაკლი ბურჭულაძე, გიორგი გვაჯაია – ადვოკატები.