დიმიტრი ყიფიანი – ნაციონალური ჰიპნოტიზმისა და პოლიტიკური ჰალუცინაციების სამყარო [გადაცემა VI]
როდესაც ამიერკავკასიაში რეფორმირებული სასამართლო სისტემა მკვიდრდებოდა, შეიკრიბა ახალ მოსამართლეთა აერობაგი, განიხილეს საკითხი იმის შესახებ თუ რა ენაზე უნდა დაეგზავნათ სოფლად მცხოვრებთათვის სასამართლო უწყებები. რა საკვირველია რუსულ ენაზე ამბობდნენ ერთნი, მაგრამ მათ რომ რუსული არ იციან ამბობდნენ მეორენი, თუ არ იციან ისწავლონ, გადაწყვიტეს დანარჩენებმა. თუ არ იციან ისწავლონ, მოსამართლის ბაგედან წარმოთქმულ ამ აზრს შეიძლება კიდევაც ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ რა გამართლება შეიძლება მოვუძენბნოდ, როცა ამგვარი სიტყვები პედაგოგის ბაგეთაგან წარმოითქმის?!