დიდი მოძღვარი – აკაკი წერეთელი [გადაცემა V]
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა აკაკი წერეთელზე ამბობდა – ქართულ ჟურნალისტიკა-პუბლიცისტიკის ისტორიაში აკაკის ეკუთვნის საპატიო როლი, აკაკიმ შექმნა თავისებური ჟანრი, მხატვრულ-ფელეტური ნარკვევი. აკაკის ეს ფელეტური ნარკვევები სისტემატიურად ქვეყნდებოდა ქართულ პრესაში, არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ წარსულ საუკუნეში არც ერთ ჟურნალისტ-პუბლიცისტს არ ჰყავდა იმდნი მკითხველი რამდენიც აკაკის ამ ნარკვევებს.