დ ე ბ ი უ ტ ი იგს BOX-ში 18 მარტს
დ ე ბ ი უ ტ ი იგს BOX-ში 18 მარტს

მოისმინეთ გუნდის ახალი წევრის, ზურა კიკნაძეის “აუდიოსელფი” და სადებიუტო FM ბლოგერი. ზურა გიამბობთ როგორი იქნებოდა მის წარმოსახვაში მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისის ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორია;
“სანიშნეში” ირაკლი მაჩაიძე გაგაცნობთ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულს, რომელიც ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ შეადგინა;
“ხმოვან შეტყობინებაში” პროექტის ავტორი, მაია მაცხონაშვილი მოგიყვებათ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის შესახებ.
ჰიტ პოინტში მოისმენთ სხვადასხვა დროის ჰიტებს და ინფორმაციას მათი შემსრულებლების შესახებ.
გადაცემის წამყვანები: ქრისტინე ჩხიკვაძე და ქრისტინე სამხარაძე.