ჩვენი საქართველო - ნავროზობისა და ჩინარის დღესასწაული
ჩვენი საქართველო - ნავროზობისა და ჩინარის დღესასწაული

ჩვენმა თანამოქალაქე აზერბაიჯანელებმა 21 მარტს ტრადიციულად იზეიმეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ნავროზობა უკავშირდება გაზაფხულის ბუნიობას. მიჩენულია, რომ იგი საფუძველს ზოროასტრიზმიდან იღებს, ხოლო ძველი სამყაროს ნაწილი ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდა.

22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ჩინარის დღესასწაული იზეიმეს. ჩინარის დღესასწაულზე ხალხი იკრიბება მათი აზრით საკრალური მნიშვნელობის ჭადრის (ჩინარის) ხესთან. ხეზე აბამენ წითელი ბაფთებს, უთქვამენ სურვილებს, ანთებენ კოცონს და მხიარულობენ. ის ადამაინები ვისი სურვილიც შესრულდა მომდევნო წელს შესაწირავით მიდიან ჩინარობაზე.

სტუმრები: საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულია მუსტაფაევა; სატელეფონო ჩართვა : სამოქალაქო აქტივისტი – სამირა ბაირამოვა.

  

დატოვე კომენტარი