"ჩემი ქალამნის ნატერფალი ვერ დაითვალოთ იმდენია..."

იოსებ /სანდრო/ ხუცურაული 1929 წლის 1 აპრილს თიანეთის რაიონის სოფელ ღულულებში დაიბადა. სამხატრო აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე და სერგო ქობულაძე. მისი ქანდაკებები ღია სივრცეში დგას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის მიღმა. საქართველოში მისი ნამუშევრები დაცულია სახელოვნებო და კერძო კოლექციებში. წლების განმავლოაბში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, უკრავს ხალხურ საკრავებზე, წერს ლექსებს და დღემდე მუშაობს პროფესიით. 

გადაცემის სტუმარი: იოსებ /სანდრო/ ხუცურაული.

წამყვანები: ეკა ტალახაძე და ნინო დათუკიშვილი.