„…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…“
28 თებერვალს, 18 საათზე, ,,კავკასიურ სახლში“ ნაირა გელაშვილის ახალი რომანის ,,…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…“ განხილვა გაიმართება.
ნაირა გელაშვილის რომანი დაიწერა 2012 -2013 წლებში. საბოლოო რედაქცია გაუკეთდა 2016 წელს. გამოიცა 2017 წელს. შედგება 740 გვერდისაგან. ნაწარმოებს დართული აქვს მიძღვნა: „ეძღვნება ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების ყველა მსხვერპლს, მათ შორის მდინარე ვერესა და მის მთას“ .
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ლობჟანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოეტი, ირანისტი და არაბისტი.