ბიზნესპარტნიორი - ვითარება ჰორმუზის სრუტეში და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასი I 14.04.2026
ვითარება ჰორმუზის სრუტეში და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასი – აშშ-ი ირანის პორტებში შემავალი და გამავალი გემების ბლოკადას იწყებს.
ამერიკული მხარის განცხადებით, ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაექვემდებარება დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას.
თავის მხრივ ირანში აცხადებენ, რომ მის პორტებზე ნებისმიერი თავდასხმა სპარსეთის ყურის ყველა პორტს დაუცველს გახდის.
რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საერთაშორსიო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
