ბიზნესპარტნიორი – ვეისთლესის ახალი კამპანია „ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე ელექტრო ნარჩენი“ I 15.10.2026
მობილურ ტელეფონები, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა – ეს იმ ელექტრონული მოწყობილობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
როდესაც ეს ნივთები ფუჭდება და გამოუსადეგარი ხდება მათ ვყრით და არც კი ვფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას გარემოზე.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის რომ სინამდვილეში ეს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების სწორად მართვა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ვეისთლესის ახალი კამპანია „ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე ელექტრო ნარჩენი“.
რატომ არ უნდა მოვათავსოთ გამოუსადეგარი ელექტროტექნიკა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რა როლი აქვს თითოეულ ჩვენგანს გარემოს დაცვის საკითხებში, როგორ ვაქციოთ ერთი მარტივი ყოველდღიური გადაწყვეტილება გარემოზე ზრუნვის რეალურ ნაბიჯად – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „ვეისთლესის“ თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

