ბიზნესპარტნიორი - უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს I 17.11.2025
რამდენიმე კვირის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარების შესახებ.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.
რამდენად მზარდია ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები, როგორია შემოდგომის სეზონი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის და რა მოლოდოინია ზამთრისთვის – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
