თანამედროვე ურბანული დაგეგმარება უკვე აღარ გულისხმობს მხოლოდ შენობებსა და გზებს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მწვანე სივრცეებს, ბაღებს, პარკებსა და იმ გარემოს, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და ჯანსაღს ხდის.
სწორედ ამიტომ, მსოფლიოში მზარდია ინტერესი ლანდშაფტის დიზაინისა და ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართ, ეს გლობალური ტენდენციები აისახება საქართველოზეც, კვირის ბოლო ლანდშაფტის ასოციაციის ინიციატივით „თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი“ გაიმართება.
რას გულისხმობს ღონისძიება, რა მისია აქვს ასოციაციას და როგორია ლანდშაფტის დიზაინზე მოთხოვნა.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ქეთევან გელაშვილი, ლანდშაფტის ასოციაციის თანადამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
