ბიზნესპარტნიორი - სურსათის ფასები და ქართველი დისტრიბუტორების გამოწვევები I 18.03.2025
ბიზნესპარტნიორი - სურსათის ფასები და ქართველი დისტრიბუტორების გამოწვევები I 18.03.2025

თებერვალში სურსათის გლობალური ფასების ინდექსმა წლიურად 8%-ზე მეტად მოიმატა, რაც ძირითადად შაქრის, რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთებზე შედარებით უფრო მაღალი ფასით არის განპირობებული.

შაქრის გაძვირება გლობალურ ბაზრებზე მიწოდების შემცირებას უკავშირდება, რადგან ინდოეთში კლიმატური პირობების გამო, მოსავლის პროგნოზი გაუარესებულია, რძის პროდუქტებზე კი მოთხოვნის მიწოდებას აჭარბებს და ამის ფონზე ფასი 4%-ით არის მომატებული.

რა მოლოდინია საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელთან მიახლოებას ელოდება და რა გამოწვევების წინაშე არიან დისტრიბუტორები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: