ბიზნესპარტნიორი - სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმას აფართოებს I 01.04.2026
პროგრამა, რომელიც გასულ წელს საპილოტე რეჟიმში რამდენიმე რეგიონში განხორციელდა, წელს უკვე ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.
სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, სააგენტო რეფორმას რეგიონულ თვითმმართველობებს აცნობს, რეფორმა ითვალისწინებს უპატრონო ძაღლების პოპულაციის მართვის ერთიანი მიდგომის დანერგვას და პროცესის უფრო სისტემურ რეგულირებას.
რას მოიცავს ახალი პროგრამა და რა ვალდებულებები ექნებათ მეპატრონეებს – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, დემნა ხელაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
