ბიზნესპარტნიორი - „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების წესს I 05.03.2026
ბიზნესპარტნიორი - „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების წესს I 05.03.2026

ახალი რეგულაციით, ლეგალური საქმიანობისთვის აუცილებელი გახდა „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღება – ნებართვა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კვოტირების მექანიზმს, რაც გულისხმობს, გარკვეულ სექტორებსა და პოზიციებზე უცხოელი დასაქმებულების რაოდენობის კვოტირებას.

რა კონკრეტული წესები და პროცედურები იმოქმედებს დამსაქმებლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორ განისაზღვრება კვოტირების სისტემა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ რეგულაციებს შრომის ბაზარსა და ბიზნესგარემოზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: