ბიზნესპარტნიორი – სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტები სკოლის მოსწავლეებისათვის I 07.072027
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წელს სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია და ცოდნა ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ.
რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის საკითხებზე სასწავლო კურსების ორგანიზება და როგორია შედეგები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის აპარატის უფროსი თემურ თორდინავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

