ბიზნესპარტნიორი - სათავგადასავლო ტურიზმი - რამდენად მიმზიდველია საქართველო იმ მოგზაურთათვის, რომლებიც ბუნებასთან სიახლოვეს ეძებენ I 29.07.2025
ბიზნესპარტნიორი - სათავგადასავლო ტურიზმი - რამდენად მიმზიდველია საქართველო იმ მოგზაურთათვის, რომლებიც ბუნებასთან სიახლოვეს ეძებენ I 29.07.2025

სათავგადასავლო ტურიზმი – მოგზაურობის სახე, რომელიც დასვენებასთან ერთად ფიზიკურ და ემოციურ თავგადასავლებს აერთიანებს. დღეს ის საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკური და მზარდი მიმართულებაა.

ბაზრის მოცულობა წლიურად მილიარდობით დოლარით იზომება, ხოლო მომგებიანობის თვალსაზრისით ის ხშირად კლასიკურ ტურიზმსაც კი უსწრებს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „აიმარკის“ მონაცემებით, ტურიზმის ამ მიმართულებიდან მსოფლიომ 2024 წელს 476 მლრდ დოლარის გამომუშავება შეძლო.

რამდენად მიმზიდველია საქართველო მოგზაურთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ექსტრიმს, ბუნებასთან სიახლოვესა და ლაშქრობებს ეძებენ – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „უნივერსალ თრეველის“ დამფუძნებელი გიორგი ჩინჩალაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: