ბიზნესპარტნიორი - საქართველოში ტურისტული ნაკადების რაოდენობა გაიზარდა I 16.04.2026
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ წლის პირველ კვარტალში თითქმის მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იანვარ-მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა, ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი.
ტურიზმის ადმინისტრაციის გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე ირანიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან.
როგორ უმკლავდება სამასპინძლო სექტორი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთ გამოწვეულ ნეგატიურ ფაქტორებს საქართველოში – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
