ბიზნესპარტნიორი – საქართველოს მთავრობამ კიდევ ორ ქართულ კომპანიას ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა I 09.07.2026
საქართველოს მთავრობამ კიდევ ორ ქართულ კომპანიას ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა. ასეთი მხარდაჭერით უკვე 16 კომპანია სარგებლობს.
პროგრამა მათ სამი წლის განმავლობაში 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის შეღავათს აძლევს, რაც ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „ფიტოტესტერი“, რომელიც აგროტექნოლოგიურ მოწყობილობას ავითარებს.
რა შესაძლებლობებს აძლევს კომპანიას ინოვაციური სტარტაპის სტატუსი? – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „ფიტოტესტერის“ აღმასრულებელი დირექტორი შალვა ბიჭიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

