ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ღვინის ექსპორტიდან იანვარ-სექტემბერში შემოსავალი შეუმცირდა I 21.10.2025
საქართველოს ღვინის ექსპორტიდან იანვარ-სექტემბერში შემოსავალი შეუმცირდა, თუმცა ქვეყნისთვის სტრატეგიული ეს პროდუქტი წმინდა საექსპორტო კალათაში მაინც წამყვან, მეორე პოზიციაზეა 190 მლნ დოლარის შემოსავლით.
ქართული ღვინო წარმატებით იყიდება ათეულობით ქვეყანაში და მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის.
თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ხარისხიანი ქართული ღვინო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი იყოს ადგილობრივ ბაზარზეც, სწორედ ამიტომ იზრდება იმ კომპანიათა რაოდენობამ რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალს აფართოებს.
როგორ ასრულებენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები რთველს და როგორია მათი პოზიციონირება ქართულ ბაზარზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „რთველისის“ დამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე ჭიკაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
