ბიზნესპარტნიორი – საქართველოს ენერგოსექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოსისტემის განვითარება I 06.11.2026

11:58, 06.11.2026
-0:00

საქართველოს ენერგოსექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ენერგოსისტემის განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნაა – ამ საკითხებს მიეძღვნება ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

ღონისძიება გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებსა და დარგის ექსპერტებს.

რამდენად მზად არის საქართველოს ენერგოსისტემა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;

რა ნაბიჯებია საჭირო სექტორის განვითარების დასაჩქარებლად;

რას ემსახურება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა და „ექსპო ჯორჯიას“ ერთობლივი ენერგეტიკული გამოფენა – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი მაია მელიქიძე, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი