ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელი საქსტატის მიხედვით I 04.11.2025
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ზრდამ – 7.7% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანეს: დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, ასევე პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა.
მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებში კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ეს მაჩვენებლები და როგორ უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
