ბიზნესპარტნიორი - საერთო გათბობის სისტემა მრავალბინიან სახლებში I 24.02.2026
ერთი წელია, რაც მარეგულირებელი კომისიის ახალი რეგულაციის საფუძველზე მრავალბინიან სახლებში მიმდინარეობს საერთო გათბობის სისტემების მოწყობა.
სპეციალისტების შეფასებით, სისტემით სარგებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი გაზის გადასახადს. ერთიანი გათბობის სისტემით სარგებლობისას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის მფლობელ-მომხმარებლად რეგისტრირებული – ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, იურიდიული პირი ან ამხანაგობა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი მომხმარებელს ერიცხება ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის შესაბამისად.
რას მოიცავს გათბობის საერთო სისტემის რეგულაცია, რამდენად არიან დაინტერესებული დეველოპერები ამ სისტემის მოწყობით და რა გამოწვევებია – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
