ბიზნესპარტნიორი - საერთაშორისო სანქციები და საქართველო I 05.03.2025
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად. –
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთო რიკაძე იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
