ბიზნესპარტნიორი - სადაზღვევო ბაზრის მონიტორინგის შედეგები I 15.11.2023
ბიზნესპარტნიორი - სადაზღვევო ბაზრის მონიტორინგის შედეგები I 15.11.2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების საბანკო დაწესებულებებში რეალიზაციის საკითხი შესიწავლა.

15 კომერციული ბანკიდან 10 მომხმარებელს საკრედიტო პროდუქტთან ერთად სადაზღვევო პროდუქტსაც სთავაზობდა რეალიზებული სადაზღვევო პროდუქტების უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად ორ უმსხვილეს ბანკთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიასთანაა დაკავშირებული.

კონკურენციის სააგენტოში ეჭვობენ, რომ შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი და მომხმარებლისთვის ხდებოდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მომხმარებლის საუკეთესო არჩევანი არ არის.

ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე იყო.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: